მთიან ყარაბაღში გაეროს მისიის წარმომადგენლები ჩავიდნენ

02 ოქტომბერი 2023, 10:28 556 ნახვა

მთიან ყარაბაღში გაეროს მისია ჩავიდა - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

სეპარატისტულ რეგიონში გასულ თვეში აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის  შემდეგ ეთნიკური სომხების მასობრივი  გაქცევა  დასასრულს უახლოვდება.

მისია, რომელსაც  გაეროს ჰუმანიტარული დახმარების  მაღალი რანგის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს, არაღიარებულ  რეგიონში ბოლო 30 წლის განმავლობაში საერთაშორისო  ორგანიზაციის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია. 

სომხეთმა საერთაშორისო  სასამართლოს თხოვნით მიმართა   აზერბაიჯანისგან მოითხოვოს მთიან ყარაბაღში სამოქალაქო დაწესებულებებიდან  ჯარის გაყვანა და გაეროს მისიის შეშვება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი