პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი - საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა ხვალ გაიმართება

02 ოქტომბერი 2023, 12:00 522 ნახვა

დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია? პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მმართველი გუნდის სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან იწყებს.  კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართება, სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული.  

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.

სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი