შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები 

01 ოქტომბერი 2023, 12:05 515 ნახვა

გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები გაიხსნა სამივე მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. კენჭისყრა დაწყებულია. კენჭისყრა სულ 133 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს.

ამ არჩევნებზე მთავარი სიახლეა ის, რომ ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით - ასეთი სულ 103 საარჩევნო უბანია.

30 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი