შალვა პაპუაშვილი ირლანდიის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

29 სექტემბერი 2023, 18:18 518 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირლანდიის სენატის თავმჯდომარეს ჯერი ბუტიმერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილმა ჯერი ბუტიმერს მადლობა გადაუხადა სენატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის. აგრეთვე, ირლანდიურ მხარეს გააცნო ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროგრესი.

სენატის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროკავშირის წევრობის მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა, ასევე გამოთქვა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების სურვილი.

ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, აბრეშუმის გზის და ე.წ. ვაჭრობის შუა დერეფნის მნიშვნელობას.

შალვა პაპუაშვილმა და ჯერი ბუტიმერმა აღნიშნეს საქართველოში ირლანდიის საელჩოს გახსნის საჭიროება ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები, დეპუტატები: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მაია ბითაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი