„World Travel Awards“-ის ჯილდოზე ბათუმი, ბოტანიკური ბაღი და ბულვარია წარდგენილი

29 სექტემბერი 2023, 12:08 675 ნახვა

რამდენიმე საათი ევროპის გალა-კონცერტამდე - დღეს ბათუმში გაირკვევა ვის მიენიჭება მსოფლიოში, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო - ტურიზმის ოსკარი. პრესტიჟული ტიტულისთვის იბრძვის ბათუმი როგორც ქალაქი, აქვე გაგახსენებთ, რომ ზღვისპირა ქალაქს უკვე აქვს World Travel Awards-ის ჯილდო, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება.  

''World Travel Awards''-ის ღონისძიება 30 წელია ტარდება. ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები. 

უმნიშვნელოვანეს ღონისძიებამდე სტუმრებისთვის დაგეგმილია ტურები. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში