შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 

28 სექტემბერი 2023, 14:18 569 ნახვა

30 სექტემბერს ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. მე-10 საიუბილეო  სეზონი 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ტრადიციულად, 9 დღის განმავლობაში, ბათუმი გახდება კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი, ფესტივალს ეწვევა მსოფლიოში 20-ზე მეტი  სოლისტი, რომელიც ბათუმის საფესტივალო ორკესტრთან ერთად მაყურებლის წინაშე წარსდგება.

აღსანიშნავია, რომ  ბათუმის სიმფონიური ორკესტრი ფესტივალისთვის მაესტრო დავით მუქერიას ხელმძღვანელობით შეიქმნა.

პირველ საფესტივალო დღეს შესრულდება დვორჟაკის მეცხრე სიმფონია, რომელიც კლასიკური მუსიკის მონუმენტადაა წოდებული.  კონცერტს უდირიჟორებს ისლანდიელი მაესტრო გუნდი ემილსონი რომელიც,  პირველად  ეწვევა საქართველოს. კონცერტში მონაწილეობს ცნობილი იტალიელი ფლეიტის ჯადოქარი, ჯუზეპე ნოვა,  რომელიც ვერდის უკვდავ ნაწარმოების ტრანსკრიფციებს ააჟღერებს.

ასევე, ფესტივალის პირველი დღე გაიხსნება ამაზონის ტყეების უნიკალური ფოტო-გამოფენით, რომელიც ასახავს მდინარისა და ტროპიკული ტყეების ექსკლუზიურ კადრებს.  

გამოფენის ინტეგრირება ფესტივალში შესაძლებელი გახდა საქართველოში ბრაზილიის საელჩოს ხელშეწყობით.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ფონდი „ლირას“ ორგანიზებით ტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში