უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 26 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

28 სექტემბერი 2023, 09:56 439 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში 26 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა განახორციელა 2 სარაკეტო და 57 საჰაერო დარტყმა, განახორციელა 50-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

"ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა წარმატებით მოიგეს მტრის თავდასხმები დონეცკის ოლქის გრიგორიევკას, კლეშჩეევკასა და ანდრეევკას დასახლებების რაიონებში.

მტერმა ჩაატარა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები დონეცკის ოლქის მარინკას რაიონში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში მას 13 წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა უკრაინული შენაერთები განედევნა მათი პოზიციებიდან"- განმარტავენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ავიაციამ 7 დარტყმა განახორციელა იმ უბნებზე, სადაც იყო კონცენტრირებული მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა, იარაღი და სამხედრო ტექნიკა. უკრაინის  დამცველებმა ასევე გაანადგურეს ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 2 სადაზვერვო თვითმფრინავი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში