ტურიზმის დღე

27 სექტემბერი 2023, 19:50 549 ნახვა

„ყოველ წელს, როდესაც  მსოფლიო ტურიზმის დღეს აღვნიშნავთ, დარწმუნებული ვარ,  საქართველოს ყოველ მოქალაქეს, უპირველესად, გვახსენდება, ჩვენი ქვეყნისთვის რა ემოციებთან არის დაკავშირებული 27 სექტემბერი - ეს არის სოხუმის დაცემის, მაგრამ, ამავდროულად, გმირობის, თავდადების, გაუტეხელობის, სამშობლოს სიყვარულის დღე და ალბათ სიმბოლურიცაა დღევანდელ დღეს იმის ხაზგასმა, რომ მსოფლიოს ძალიან სჭირდება მშვიდობა ერთიანობისთვის, ერთმანეთთან მეგობრობისთვის, ერთმანეთის კულტურისა და ტრადიციების დაფასებისთვის, ყველაფრისთვის, რასაც ზოგადად, ტურიზმი ემსახურება“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მინისტრის მოადგილემ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელს პროფესიული დღე მიულოცა და ნაყოფიერი შრომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი