2024 წელს უეფა-ს სუპერთასს ვარშავა უმასპინძლებს

26 სექტემბერი 2023, 22:43 480 ნახვა

პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა 2024 წელს უეფა-ს სუპერთასის ფინალის მასპინძელი იქნება, – ამის შესახებ უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია. შეხვედრა 14 აგვისტოს ჩატარდება.

გადაწყვეტილება უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე მიიღეს, რომელიც კვიპროსზე გაიმართა.

წელს სუპერთასი „მანჩესტერ სიტიმ“ მოიგო, რომელმაც პენალტების სერიაში დაამარცხა „სევილია“ (1:1, პენალტები – 5:4). შეხვედრა პირეოსში (საბერძნეთი) გაიმართა.

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში