საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემის ან ტვირთის შემოსვლის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა.
მათივე განმარტებით, მუდმივ რეჟიმში ხორციელდება როგორც გემების, ასევე ტვირთის შემოწმება საქართველოს რომელიმე ნავსადგურში შემოსვლამდე.
„გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ მედიაში და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ არაერთხელ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს და ხაზგასმით განვმარტოთ, რომ დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემის ან ტვირთის შემოსვლის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე ტვირთის შემოწმებას, საქართველოს რომელიმე ნავსადგურში შემოსვლამდე.
გემის შემოწმების პროცესში გამოიყენება ევროკავშირის რეგულაციები, რომლებიც აწესებს სანქციებს, მოქმედების პირობებს“, – აღნიშნავენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.