საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები ბრიუსელში

26 სექტემბერი 2023, 20:05 558 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაასრულა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი. ილია დარჩიაშვილმა შეხვედრები გამართა 6 ევროკომისართან და ევროკავშირის სხვა მაღალი რანგის პირებთან. მათ შორის ილია დარჩიაშვილი შეხვდა ევროკომისარს გაფართოების პოლიტიკის და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეის. საუბრის მთავარი თემა საქართველოს მხრიდან ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება იყო და ის პროგრესი, რასაც ქართულმა მხარემ მიაღწია ჯოზეფ ბორელის ვიზიტის დროს დასახული პრიორიტეტების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ვიზიტის ფარგლებში საგარეო მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა გაფართოების და სამეზობლო საკითხებში ევროკავშირის გენერალური დირექტორატში და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტში. ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდა ევროკავშირში წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს. ბრიუსელი მიესალმება საქართველოს ძალისხმევას რეკომენდაციების იმპლემენტაციის მიმართულებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი