პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი რუმინეთში

26 სექტემბერი 2023, 14:08 482 ნახვა

რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში დილიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს. შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა რუმინეთის პრემიერს.

ეკონომიკა და ვაჭრობა, ენერგეტიკა, უსაფრთხოება – ძირითადი განხილვის საკითხები იყო, ამ კუთხით  ისაუბრეს  საპარლამენტო დიპლომატიის მზარდ როლზეც. ყურადღება ასევე გამახვილდა ორი ქვეყნის მნიშვნელოვან გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რომელიც ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სწორად უნდა იყოს გამოყენებული.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო–რუმინეთს შორის საბორნე ხაზის გახსნას.

შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის პრემიერს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების კუთხით საქართველოს პროგრესი გააცნო და რუმინეთის შემდგომი მტკიცე მხარდაჭერის მიღების იმედი გამოთქვა, რაც მარჩელ ჩოლაკუსმა დაუდასტურა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი