ზუსტად ერთ კვირაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განხილვას დაიწყებს, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი და მიიღებს გადაწყვეტილებას იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მანამ კი მთავრობის უარის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი ბალტიის ქვეყნებში ვიზიტს განაგრძობს.
ოპოზიციურ სპექტრში სალომე ზურაბიშვილის მორიგ ვიზიტს დადებითი შეფასება მოჰყვა, თუმცა მათთვის გაუგებარია, რატომ დაიწყო მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, როდესაც ოპოზიციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მთავარი მიზანი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე საუბარია. ''ქართული ოცნება'' კი საკუთარ გადაწყვეტილებას კონსტიტუციის დაცვის მოტივაციის ხსნის.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ესტონეთის პრეზიდენტს, ასევე აუდიენცია დღეს და ხვალ ლატვიის და ლიეტუვის პრეზიდენტებთან შედგება.