ყარაბაღში ეთნიკური წმენდა მიმდინარეობს - ფაშინიანი

26 სექტემბერი 2023, 11:09 416 ნახვა

მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდა მიმდინარეობს - განაცხადა სომხეთის პრემიერმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ სამანტა პაუერთან შეხვედრისას.

სომხეთის მთავრობის მონაცემებით, 6 ათას 650 ადამიანი მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გადავიდა. სეპარატისტული რეგიონიდან სომხეთისკენ მიმავალი გზები გადატვირთულია  მგზავრებით სავსე ავტომობილებით.

ყარაბაღელი სომხები, რომელთა ტერიტორია საერთაშორისოდ აზერბაიჯანის ნაწილად არის აღიარებული, გასულ კვირას აზერბაიჯანის 24-საათიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ იძულებული გახდნენ დათანხმებოდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში