6 ადამიანი დაიღუპა და 13 უგზოუკვლოდ დაიკარგა გვატემალის დედაქალაქში ძლიერი წყალდიდობის შედეგად. გადაუღებელმა წვიმამ დედაქალაქში მდინარე ლას ვაკასის ადიდება გამოიწვია.
ქალაქის სამხრეთ ნაწილში წყლით დაიფარა 3 კილომეტრი ფართობის ტერიტორია. წყალმა წალეკა 6 სახლი. ინფორმაციას გვატმალის საგანგებო სიტუაციათა სააგენტო ავრცელებს.
ადგილობრივი სახანძრო დეპარტამენტის მონაცემებით, დაღუპული 6 ადამიანიდან ერთი არასრულწლოვანია. გვატემალაში წვიმების სეზონზე მიმდინარე თვეში წყალდიდობების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა.