უნგრეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინას საერთაშორისო ასპარეზზე, ვიდრე უკრაინა არ აღადგენს ეთნიკური უნგრელების უფლებებს საკუთარ ტერიტორიაზე - ვიქტორ ორბანი

25 სექტემბერი 2023, 18:40 500 ნახვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით  ბუდაპეშტი არ ერთ საკითხში არ დაუჭერს მხარს უკრაინას, ვიდრე ეთნიკური უნგრელების უფლებები არ აღდგება.

ამის შესახებ განცხადება ვიქტორ ორბანმა უნგრეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„უნგრეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინას საერთაშორისო ასპარეზზე, ვიდრე უკრაინა არ აღადგენს ეთნიკური უნგრელების უფლებებს საკუთარ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ორბანმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბუდაპეშტი კიევს ადანაშაულებს იმიერკარპატეთში მცხოვრები 150 000 ეთნიკური უნგრელის უფლებების შელახვაში. ეს ბრალდება უკავშირდება უკრაინაში 2017 წელს მიღებულ კანონს, რომელიც ზღუდავს სკოლებში ეთნიკური უმცირესობების ენებზე სწავლებას.

ამავე გამოსვლაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას არ ჩქარობს.

„მაინტერესებს, თუ არის რაიმე სასწრაფო, რაც გვაიძულებს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებას. მე ასეთ გარემოებებს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ორბანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი