ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში სერვისების გაცემა შეფერხებულია - იუსტიციის სახლი

25 სექტემბერი 2023, 15:20 480 ნახვა

ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში სერვისების გაცემა შეფერხებულია, – ინფორმაციას იუსტიციის სახლი „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად პროვაიდერის ქსელზე წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სერვისების გაცემა.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ Facebook გვერდზე. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“,- აღნიშნულია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი