პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეების სიტყვით მიმართავს

22 სექტემბერი 2023, 12:05 535 ნახვა

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის დებატების ფარგლებში მსოფლიო ლიდერებს დღეს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა თბილისის დროით გვიან ღამით დაიწყება. 

გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის დავით ბაქრაძის ინფორმაციით, გამოსვლისას პრემიერი ისაუბრებს ხელისუფლების მშვიდობიან პოლიტიკაზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებზე.

საქართველოს პრემიერმა უკვე მიიღო მთავრობის მეთაურების ფორმატში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა. გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი