თურქეთი რუსეთთან პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნებას აპირებს - ერდოღანი

22 სექტემბერი 2023, 11:18 596 ნახვა

თურქეთი რუსეთთან პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნებას აპირებს - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ბუნებრივი აირის კუთხით ევროპას სერიოზული პრობლემა აქვს, ამ მიმართულებით კი თურქეთს სირთულე არ შეჰქმნია, რადგან ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთიდან ყიდულობენ.

ერდოღანს ასევე არასწორად მიაჩნია მსოფლიო ლიდერების მხრიდან პუტინის მიმართ ცუდი დამოკიდებულება, რადგან რუსეთი არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს ადგილი მსოფლიოში, როგორც მისი ფართობით, ასევე მისი პოზიციით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში