ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი

21 სექტემბერი 2023, 14:03 501 ნახვა

უცნობია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე მომზადებულ დასკვნას სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა თუ არა, დღეს არც ამ საკითხზე გაუვრცელებია განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

ყოფილი მთავარი პროკურორისთვის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი სხვა ქვეყნის, კერძოდ კი, რუსეთის მოქალაქეობის მიღება ხდება. ოპოზიცია თვლის, რომ სააგენტოს ანალოგიური გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ უნდა მიეღო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი