ევლახში მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში იმართება

21 სექტემბერი 2023, 14:05 560 ნახვა

აზერბაიჯანის ქალაქ  ევლახში მთიანი ყარაბაღის ეთნიკურ სომეხთა დელეგაციის წევრებსა და ოფიციალური ბაქოს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

ბაქომ ყარაბაღელ სომხებს აზერბაიჯანის კონსტიტუციის საფუძველზე  რეინტეგრაცია შესთავაზა. პრეზიდენტ ალიევის თანაშემწის განცხადებით,  მთავრობამ მოამზადა რეგიონის მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის გეგმა.

მოლაპარაკებებზე აზერბაიჯანულ მხარეს პარლამენტის დეპუტატი რამინ მამედოვი წარადგენს, რომელსაც  ილჰამ ალიევმა მიმდინარე წლის მარტში სტეფანაკერტთან ოფიციალური კონტაქტების უფლება მიანიჭა.  ევლახში შეხვედრას  რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის წარმომადგენელიც ესწრება. 

19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მთიან ყარაბაღში საკონსტიტუციო წყობის აღდგენის მიზნით „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების“ გატარების შესახებ  განაცხადა. 

ბაქოში აღნიშნეს, რომ  აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს  მწყობრიდან გამოჰყავდა სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები, მაგრამ არ ესხმიან თავს  მშვიდობიან მოსახლეობას და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.   თავის მხრივ,  ოფიციალურმა ერევანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკურ არმიას აღნიშნულ ტერიტორიაზე  არც დანაყოფები და არც სამხედრო ტექნიკა არ აქვს.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და მთიანი ყარაბაღის  წარმომადგენლები საომარი მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი