პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაურია

21 სექტემბერი 2023, 12:50 721 ნახვა

საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

მანდატურებმა ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. მანამდე სამნიძესა და მდინარაძეს შორის ხმამაღალ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი.

ამ წუთებში პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსზე“ მესამე მოსმენით მსჯელობენ, თუმცა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე კითხვას ეროვნული ბანკისა და ოთარ ფარცხალაძის საკითხზე სვამდნენ.

ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მიკროფონი გამოურთო და მოუწოდა, კითხვები განსახილველ საკითხზე დაესვათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი