უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 23 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

21 სექტემბერი 2023, 10:15 582 ნახვა

ღამით რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქზე. დაშავებულია შვიდი ადამიანი. ამის შესახებ უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით წერს.

კლიჩკოს თქმით, კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა, ზოგ რაიონს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია.

„საჰაერო იერიშის დროს აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები, ნამსხვრევები ჩამოვარდა გოლოშეევსკისა და შევჩენკოვსკის რაიონებში, სადაც გაზის მილი დაზიანდა. მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას“, – წერს კლიჩკო.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 23 სამხედრო შეტაკება მოხდა.

მათივე ცნობით, მტერმა განახორციელა 2 სარაკეტო და 80 საჰაერო დარტყმა, განხორციელდა 49-ზე მეტი შეტევა სამოქალაქო ობიექტებზე.

”თავდაცვითი ძალები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევითი ოპერაცია გრძელდება მელიტოპოლის მიმართულებით და შეტევითი ოპერაციები ბახმუტის მიმართულებით, ანადგურებენ მტერს, ეტაპობრივად ათავისუფლებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს და კონსოლიდირდებიან მიღწეულზე" - განმარტავენ გენშტაბში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი