კომპანია ''გრინ თაუერი'' სისხლის სამართლის კოდექსის 151, 152 და 154 მუხლების იმ ნაწილთა არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც სასამართლოს უფლებას აძლევს დასაბუთების გარეშე დააყადაღოს ბრალდებულთან პირდაპირ ან ირიბად კავშირში მყოფი პირის ქონება. კომპანიის ადვოკატის განცხადებით, მათ სადავო ნორმების გამოყენებით დაუყადაღეს ქონება. დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეს არსებითად განიხილავს.