ევროპული მობილობის კვირეულის ფარგლებში, 16-17 სექტემბერს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ძველი ბათუმის ტერიტორიაზე - გამსახურდიას, მელაშვილის,კოსტავას, ჟორდანიასა და ქუთაისის ქუჩებზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა 18 სექტემბრიდან აღდგება.