სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი

14 სექტემბერი 2023, 14:50 551 ნახვა

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ კონსტიტუცია დაირღვა, ეს არის სამართლებრივი და მორალური შეფასება იმ ქმედების, რასაც პრეზიდენტის მხრიდან ჰქონდა ადგილი - წინმსწრებით კი ოპოზიცია ამბობს, რომ მათ კონსტიტუცია არაფრად მიაჩნიათ, მნიშვნელობა არ აქვს დაირღვა თუ არა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის მთავარი ფილოსოფიაა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა და კონსტიტუციის უპატივცემლობა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ არ სურს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა. რაც ჩვენ გვინდა, არის ის, რომ საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძალიან ძლიერი ინსტიტუტებით. ასე რომ, რა თქმა უნდა, იმპიჩმენტის პროცედურა არ არის ის, რაც ეხმარება საქართველოს გახდეს სტაბილური, ძლიერი, მყარი ქვეყანა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით. მაგრამ კიდევ ერთხელ, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

კითხვაზე, რაზე ისაუბრეს გუშინ პრეზიდენტთან შეხვედრაზე, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ საუბრის მთავრი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იყო.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი