სექსუალური ხასიათის დანაშაულებები - კონფერენცია

14 სექტემბერი 2023, 14:10 525 ნახვა

სქესობრივი დანაშაულები ერთ-ერთი ყველაზე ფარული და რთული დანაშაულია საქართველოში - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა კონფერენციაზე განაცხადეს.

ორგანიზაცია ''საფარის'' ხელმძღვანელის თქმით, უმნიშვნელოვანესია შეიცვალოს და დაიხვეწოს კანონმდებლობა, შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებში, თანხმობის ნაკლებობა კი გაუპატიურებად უნდა ჩაითვალოს.

კონფერენციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ქალები მართლმსაჯულების სისტემაში თავს დაცულად არ გრძნობენ. შეხვედრაში პრაქტიკოსი იურისტები და უფლებადამცველი ორგანიზაციები,  პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი