გურიაში, გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, 306 ოჯახი გასახლებას ექვემდებარება - გიორგი ურუშაძე

14 სექტემბერი 2023, 12:26 634 ნახვა

გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, საიდანაც 306 მათგანზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 306 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას, - ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი. უსაფრთხო ადგილას კი, 514 ოჯახი. ასევე აღნიშნა, რომ ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება სოფელ კოკათში 30 აბონენტს. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

"ჰუმანიტარული დახმარება 1200-ზე მეტ ოჯახს გაეწია. არცერთ სოფელში ფაქტობრივად აღარ არის ჩაკეტილი უბნები, ყველა უბანთან მიყვანილია მინიმუმ საფეხმავლო გზა. ახლა ვმუშაობთ, რომ სამანქანე გზაც მალე იყოს. სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი. უსაფრთხო ადგილას გაყვანილია 514 ოჯახი. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ კოკათში 30 აბონენტს. გაზმომარაგება შეწყვეტილია 432 აბონენტთან. ადგილზე მობილიზებულია როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას“ ასევე, ,,სოკარ გაზის“ ჯგუფები და ინტენსიურად მუშაობენ, რათა მალე მოხდეს ამ ხარვეზის აღმოფხვრა.

გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, საიდანაც 306 მათგანზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა ანუ 306 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას. რაც შეეხება სასწავლო პროცესის დაწყებას საჯარო სკოლებში, არცერთი მოსწავლე არ დარჩება სწავლის უფლების გარეშე, განათლება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ლანჩხუთის ორ საჯარო სკოლაში სწავლა 2 ოქტომბერს დაიწყება, ეს არის ჩოჩხათის და შრომისუბნის საჯარო სკოლები. რეგიონის დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყება 15 სექტემბერს. ჩვენ დავიწყებთ იმ პროგრამის განხორციელებას, რომელიც პრემიერ - მინისტრმა დააანონსა. რეგიონში საკმაოდ ბევრი სკოლა აშენდება და გარემონტდება”, - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი