ვაუჩერები ობოლ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს სასკოლო ნივთების შესაძენად

13 სექტემბერი 2023, 18:12 978 ნახვა

ბათუმის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით - ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დედ-მამით ობოლ 24 ბავშვს 200 ლარიანი ვაუჩერები, ხოლო 70 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე 27 მრავალშვილიან ოჯახს, რომლებსაც 5 და მეტი შვილი ჰყავთ, 400 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ. ვაუჩერებით სარგებლობა შესაძლებელია მაღაზიათა ქსელ ,,ბიბლუსში", სასკოლო და საკანცელარიო ნივთების შესაძენად.   ვაუჩერები გადაეცათ იმ ოჯახებს, რომლებიც სარგებლობენ ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პროგრამებით.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი