გურიაში, სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

13 სექტემბერი 2023, 10:03 599 ნახვა

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. რამდენიმე სოფელი უკვე სრულად არის გაწმენდილი, მოსახლეობა კი, უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია. რჩება წერტილოვანი შეზღუდვები ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორეთში ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, მანამდე კი გეოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად კომპეტენტური უწყებები ადგილზე დროებით გზას მოაწყობენ. 

რეგიონში მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2 ლოკაციაზე, ჩოჩხათსა და აცანაში წერტილოვნად არის ავტომანქანით გადაადგილების შეზღუდვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი