ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

12 სექტემბერი 2023, 14:44 516 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ ანტენატალური მეთვალყურეობისა და ოჯახის დაგეგმვის მიმართულებით, ჯანმრთელობის მომსახურებების დისტანციურად მიწოდების ინოვაციური მიდგომების ტელემედიცინისა და ტელემეთვალყურეობის სერვისების დასანერგად.

კერძოდ დაგეგმილია: ელექტრონული ჯანდაცვის მომსახურებათა გაფართოება, ონლაინ სპეციალისტთა „ქსელის“ შექმნით, რომელიც საშუალებას მისცემს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს სამენო-გინეკოლოგიური მიმართულებით ტელეკონსულტაცია გაუწიონ ორსულობის რთული შემთხვევების მქონე პაციენტებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი