გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა სამძიმრით დაიწყო საქართველოს მთავრობის სხდომა პრემიერ-მინისტრმა. მან დეტალურად ისაუბრა გაწეულ სამუშაოსა და არსებულ ვითარებაზე. მოსახლეობას კი გადაადგილებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პრემიერი მიწის დარეგისტრირებასთან დაკავშირებული საქმეების ნაწილზე ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა.
ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.