11 სექტემბრის ტერაქტიდან 22 წელი გავიდა

11 სექტემბერი 2023, 10:32 578 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტიდან 22 წელი გავიდა.

ამ დღეს ტერორისტული ორგანიზაცია ,,ალ ქაიდას'' თვითმკვლელმა ტერორისტებმა 4 თვითმფრინავი გაიტაცეს. ეს იყო მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში  ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერაქტი.

მომხდარის შედეგად 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. მათგან 246 ადამიანი გატაცებული თვითმფრინავის მგზავრი იყო; 2 606 - ცათამბჯენებში დაიღუპა. 110 სართულიანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობები 2 საათზე ნაკლებ დროში განადგურდა.

ერთი თვითმფრინავი თავს დაესხა პენტაგონის შენობას, სადაც 125 ადამიანი დაიღუპა.  მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი, სადაც ტერორისტებს ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, პენსილვანიაში ჩამოვარდა.

ცათამბჯენების ადგილას ახლა გარდაცვლილთა მემორიალი და მუზეუმია. 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-მ ერაყსა და ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციები დაიწყო. 2011 წელს პაკისტანში ,,ალ ქაიდას'' ლიდერი, ოსამა ბინ ლადენი მოკლეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი