სტიქიის შედეგები ქობულეთში

08 სექტემბერი 2023, 17:46 601 ნახვა

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა - აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გზის გაწმენდითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. გაწმენდილია ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და გადაადგილება ყველა მიმართულებით შეფერხების გარეშეა შესაძლებელი.  ქობულეთის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდა დატბორილი ადგილების ამოტუმბვა და ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები. რამდენიმე ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. ამ ეტაპზეც გრძელდება დარჩენილი შეფერხებების აღმოფხვრა. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქალაქში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია. სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყრული პროცესები. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფება ქობულეთის მერი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მერიის და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში