სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა

08 სექტემბერი 2023, 14:15 868 ნახვა

დღეიდან ბათუმი სამი დღის განმავლობაში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაში წელს მასში 80 ადგილობრივი და უცხოური კომპანია მონაწილეობს. მათი უმრავლესობა ქართულია, რაც გამოფენაზე მყოფი  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის შეფასებით სამშენებლო ინდუსტრიაში ქართული პროდუქციის წილის ზრდაზე მიუთითებს. გამოფენის მთავრი მიზანიც სწორედ  ადგილობრივი პროდუქციისა და სერვისის პოპულარიზაციაა.

გამოფენის სტუმრებს ადგილზე შეეძლებათ გაეცნონ, როგორც სამშენებლო, სხვადასხვა კომპანიის მიერ მომზადებულ არქტიტექტურულ პროექტებსა და დიზაინს. მათ ექნებათ ასევე სხვადასხვა სახის შეთავაზებები. სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა  სპორტის სასახლეში იმართება.

ოფიციალურ გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბათუმში თურქეთის კონსული ესწრებოდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი