ჩრდილოეთ კორეამ ახალი ტაქტიკური ბირთვული თავდასხმის წყალქვეშა ნავი გაუშვა

08 სექტემბერი 2023, 10:08 587 ნახვა

ჩრდილოეთ კორეაში პირველი ოპერატიული „ტაქტიკური ბირთვული თავდასხმის წყალქვეშა ნავი“ გაუშვეს, რომელიც ფლოტს მიეწოდა კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის პატრულირებისთვის.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ნავის გაშვების ცერემონიას ლიდერი კიმ ჩენ ინი და მაღალი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ლიდერის თქმით, საზღვაო ძალების ბირთვული იარაღით შეიარაღება გადაუდებელი ამოცანაა და პირობა დადო, რომ საზღვაო ძალებს გადასცემს უფრო მეტ წყალქვეშა და ზედაპირულ ხომალდებს, რომლებიც აღჭურვილია ტაქტიკური ბირთვული იარაღით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი