საქართველოში უახლოეს მომავალში პოლიეთილენის პარკების მოხმარება აიკრძალება. ინიციატივა, რომელიც პოლიეთილენის პარკების, ბიოდეგრადირებულით ჩანაცვლებას გუსლისხმობს, მალე პროექტის სახეს მიიღებს. უწყებაში ამბობენ, რომ ცვლილებებზე მუშაობა დაახლოებით 2 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც მისი დამტკიცებისთვის, იურიდიული პროცედურები დაიწყება.