სამზადისი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის

06 სექტემბერი 2023, 11:44 848 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრი ახალ  სეზონს საერთაშორისო  თოჯინების თეატრალური ფესტივალით გახსნის.  დაგეგმილია მსვლელობა  გიგანტურ ,  6 მეტრიან  თოჯინა „ხეტიალასთან“ ერთად  ,ასევე  საკონკურსო და არასაკონკურსო  სპექტაკლების ჩვენება  და მასტერკლასები  თურქეთიდან,  ყაზახეთიდან  და  პოლონეთიდან მოწვეული ჟიურის წევრების მიერ. ფესტივალზე  სულ 10 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი , მათგან  2 არასაკონკურსოა, საკონკურსო  სპექტაკლებს შორის კი   გამარჯვებულები 7 ნომინაციაში 13 სექტემბერს უნდა გამოვლინდეს. ჩვენებებზე დასწრება მაყურებლისთვის უფასოა.   

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი