უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 28 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

06 სექტემბერი 2023, 09:54 535 ნახვა

გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 28 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა განახორციელა 40 საჰაერო დარტყმა და 51 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან.

"რუსული ტერაქტების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაშავებულები. განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა"- განმარტავენ გენშტაბში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული ძალები, წუხელ, ოდესის ოლქის იზმაილის რაიონს დრონებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

„სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა, სოფლის მეურნეობის საწარმოს მძიმედ დაშავებული თანამშრომელი საავადმყოფოში გარდაიცვალა", - აღნიშნა ოლეგ კიპერმა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად პორტთან ახლოს მდებარე ობიექტები დაზიანდა.

მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტის, ლიმანის, მარინკის, კუპიანსკის, ავდეევკისა და შახტერსკის მონაკვეთებზე, თუმცა ვერცერთი მიმართულებით, რუსული ძალები წინსვლას ვერ ახერხებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი