სტამბულში გადაუღებელი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - უცხოური მედია

06 სექტემბერი 2023, 09:44 752 ნახვა

სტამბულში გადაუღებელი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. თურქული მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ქირქლარერის პროვინციაშია, სადაც ამ დრომდე ეძებენ ოთხ მოქალაქეს.

ქვეყნის უდიდეს ქალაქში ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა. 

სინოპტიკოსები ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში კვლავ ნალექს ვარაუდობენ და მოსახლეობას მოსალოდნელი წყალდიდობის და ძლიერი ქარის შესახებ აფრთხილებენ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში