ესპანეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

05 სექტემბერი 2023, 10:01 567 ნახვა

კოკისპირული წვიმით  გამოწვეულმა  წყალდიდობამ ესპანეთის ამპოსტაშს მუნიციპალიტეტში  სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და   ტექნიკა გაანადგურა. სტიქიამ სამი ადამიანი იმსხვერპლა, კიდევ სამი უგზოუკვლოდ  დაკარგულად ითვლება. 

რეკორდულმა ნალექმა ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია  ესპანეთში ცენტრალურ რეგიონში,   ჩაიკეტა გზები, გაჩერდა მეტროსა  და ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლა.

მადრიდიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 50 კმ-ის მოშორებით ტოლედოს რაიონში დატბორილი სახლების სახურავებიდან ადამიანების გადასარჩენად ვერტმფრენები გაიგზავნა. ტაივანის შემდეგ ტაიფუნმა ჰაიკუიმ ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებს გადაუარა.  სტიქიის რაიონიდან ევაკუირებულია115 ათასი ადამიანი. ტაიფუნის ეპიცენტრში ქარის მაქსიმალური სიჩქარე წამში 20 მეტრს შეადგენდა. 

ამერიკის ტენესის შტატში რამდენიმე დღიანი ძლიერი წვიმის შემდეგ კლდოვანის მასა ჩამოიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად შედეგად არავინ დაშავებულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი