სოჭში ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა დასრულდა

04 სექტემბერი 2023, 18:47 686 ნახვა

სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა დასრულდა.

პუტინის თქმით, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ყველა მოთხოვნის შესრულებიდან რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.

„მინდა, გავიმეორო ჩვენი პრინციპული პოზიცია: ჩვენ მზად ვიქნებით, განვიხილოთ მარცვლეულის გარიგების აღორძინების შესაძლებლობა, ამის შესახებ დღეს კიდევ ერთხელ ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს და ჩვენ ამას გავაკეთებთ, როგორც კი შესრულდება ყველა შეთანხმება რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ჩვენ ახლოს ვართ აფრიკის ექვს სახელმწიფოსთან შეთანხმების დასრულებასთან, სადაც ვაპირებთ საკვების უფასოდ მიწოდებას და თუნდაც უფასო ლოჯისტიკის განხორციელებას ამ ტვირთის მიწოდებისთვის. მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია, მიწოდება უახლოეს ორ კვირაში დაიწყება. ჩვენ მზად ვართ, ერთად გავაძლიეროთ ინიციატივები. როგორც თურქეთის პრეზიდენტი დაჟინებით მოითხოვს, დავუბრუნდეთ შავი ზღვის ინიციატივას და მივაწოდოთ მარცვლეული უღარიბეს ქვეყნებს თურქეთთან და კატართან ერთად“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.ერდოღანის თქმით, თურქეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს, რომ რუსეთს და უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებები ჰქონდეთ.

ერდოღანის თქმით, თურქეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს, რომ რუსეთს და უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებები ჰქონდეთ.

„მიგვაჩნია, რომ ინიციატივა უნდა გაგრძელდეს ხარვეზების აღმოფხვრით. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დასამყარებლად. ჩვენ გაერო-სთან ერთად მოვამზადეთ წინადადებების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან პროგრესს. მე მჯერა, რომ ამ ახალი პროცესით შედეგის მიღწევა შესაძლებელია. უკრაინამ, რა თქმა უნდა, უნდა შეარბილოს მიდგომა რუსეთთან ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისთვის“, – თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

უკრაინის გარდა, პუტინმა და ერდოღანმა კავკასიაში, ლიბიასა და აფრიკაში არსებული ვითარება განიხილეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი