ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ამირ ოჰანა ქართველ კოლეგას შეხვდა. შალვა პაპუაშვილთან აუდიენციის დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის კავშირები კიდევ მეტად გაღრმავდება.
თავის მხრივ კი შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელს დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ.
ამასთან ირკვევა, რომ მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე.