რუსულმა ძალებმა  მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა ოდესის რეგიონზე - უკრაინული მედია

04 სექტემბერი 2023, 09:58 505 ნახვა

რუსული ძალები ღამით ოდესის ოლქს Shahed-ის დრონებით დაესხნენ თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 17 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიპერის თქმით, რუსები ოდესის სამხრეთს დრონებით 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში უტევდნენ.

ოლეგ კიპერის თქმით, მასიური თავდასხმის შედეგად, იზმაილში, სადაც მდებარეობს უკრაინის ერთ-ერთი მთავარი, დუნაის პორტი, დაზიანდა საწყობები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, საწარმოები. ასევე, ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო რამდენიმე ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა დრონებით შეუტიეს დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის რაიონებს.

ყველაზე რთულ წერტილად კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებები რჩება, სადაც რუსეთს ძირითადი ძალები ჰყავს კონცენტრირებული.

ოკუპანტები სოფელ ნოვოეგოროვოში სტრატეგიული სიმაღლეების დაკავებას ცდილობენ, რასაც ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მძიმე ბრძოლებია სამხრეთის ფრონტზე, სადაც უკრაინელები რუსების თავდაცვის ხაზების გარღვევას ცდილობენ.

უკრაინის შეიარაღებული ძლაების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს კიდევ 460 დამპყრობელი, 37 თვითმფრინავი და 29 მტრის საარტილერიო სისტემა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი