ევროპარლამენტარი საოკუპაციო ხაზთან

03 სექტემბერი 2023, 18:08 579 ნახვა

საოკუპაციო ხაზი მოინახულეს ევროპისა და აშშ-ს საექსპერტო წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოფელ ოძისში. ადგილზე ევროპარლამენტის, ნატოს, ატლანტიკური საბჭოს და არაერთი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩავიდნენ.

დელეგაციის ვიზიტი თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციის, "პუტინიზმის დამარცხების" ფარგლებში გაიმართა.

უკრაინა ომის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივები საქართველოში და უკრაინის ომის გავლენა ნატოს მომავალზე - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია რომელზეც, ხვალიდან პანელური დისკუსიის ფარგლებში იმსჯელებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი