აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კასპიის ენერგეტიკის კლუბის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, რომელიც ტურიზმის, ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის, ასევე მდგრადი განვითარების მიმართულებით იგეგმება.
კასპიის ენერგეტიკის კლუბი მსოფლიოს 70 ქვეყნის 5000-ზე მეტ ენერგეტიკულ კომპანიას აერთიანებს.
Caspian Energy Club-ის ინიციატივით ბათუმში ფორუმი გაიმართა, რომელსაც ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.