დაჭრილ-დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადებიან

02 სექტემბერი 2023, 11:10 523 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი  „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადება. სამხედროები წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის სპორტულ და სატრენაჟორო დარბაზებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობენ.

„ძლიერთა თამაშები“ წელს 7-17 სექტემბერს გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში გაიმართება და მასში საქართველო 20 პარა-სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას.

დაჭრილი სამხედროები, 22 ქვეყნის 500 დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებთან ერთად, 2 გუნდურ და 6 ინდივიდუალურ სპორტის სახეობაში ისაპარეზებენ.

ჯარისკაცები საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს გამოცდიან მშვილდოსნობაში, ცურვაში, ძალოსნობაში, მძლეოსნობაში, მჯდომარე ფრენბურთში, პარაკალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში და სავარჯიშო მოწყობილობაზე ნიჩბოსნობაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი