მთავრობის განმარტებების, მითითებისა და აკრძალვის უგულებელყოფის საპასუხოდ მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის მზადებას იწყებს. უმრავლესობა უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს და თუ სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა, კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. სიმონ შავაძე მუშაობს თემაზე და სწორედ იგი გვიერთდება ახლა თემის დეტალებით.