„მუსიკალური საღამო“ ხულოსა და ქედაში

01 სექტემბერი 2023, 18:27 622 ნახვა

2 სექტემბერს ქედაში, ხოლო 3 სექტემბერს ხულოში „მუსიკალური საღამო“ გაიმართება. ღონისძიება მუნიციპალიტეტების ცენტრალურ პარკებში ჩატარდება. გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები და ადგილობრივი ნაწარმი. მოეწყობა საბავშვო გასართობი შოუები.კონცერტს ანსამბლი „გორდელა“ და ოთო ნემსაძის ბენდი გამართავს.  ღონისძიება 19 საათზე დაიწყება. “მუსიკალური საღამოები“  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში