მორიგი დაპირისპირება ''ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”. ოპოზიციური პარტია თელავის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა დატოვა. იმედა კევლიშვილმა გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი განმარტებით, მისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა პრობლემური მას შემდეგ გახდა, რაც პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს.
„ჩემი წასვლის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ ის უსაქციელობა გახდა, რასაც ისინი აკეთებენ. პირველ რიგში, ეს გახლავთ მათი მხრიდან ბოიკოტი იმ წევრების მიმართ, ვინც მელიას მისცა ხმა. შიდაპარტიული პლურალიზმი არ არსებობს, არის არაფორმალური მმართველობა, რითაც, მე ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ემსგავსება ქართულ ოცნებას“, - აცხადებს იმედა კევლიშვილი.